13.8 C
Tbilisi
შაბათი, აპრილი 18, 2026
banner

„ძალა ერთობაშია“ – პარლამენტისკენ საპროტესტო მსვლელობა იმართება

ლოზუნგით „ძალა ერთობაშია“ პარლამენტის მიმართულებით საპროტესტო მარში მიმდინარეობს.

მოქალაქეები თავდაპირველად ფილარმონიასთან შეიკრიბნენ, საიდანაც საკანონმდებლო ორგანოსკენ მსვლელობით დაიძრნენ. მათ ადგილზე მიტანილი აქვთ საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების დროშები.

ასევე, ბანერები სხვადასხვა წარწერით, რითაც აქციების დროს დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლებას ითხოვენ.

მარშის მონაწილეები პარლამენტთან შეკრებილ აქციის მონაწილეებს შეუერთდებიან და პროტესტი დღეს სწორედ საკანონმდებლო ორგანოსთან დასრულდება.

banner
წინა სტატიაშიდონალდ ტრამპი: ველოდებით დიდ ცვლილებას, რომელიც კუბაში მოხდება
შემდეგი სტატიაირაკლი კობახიძე: დემოგრაფიის ნაწილში, გვაქვს შობადობის მკვეთრი კლება. სოციალური მიზეზი არ აქვს შობადობის კლებას, აქ მთავარი მიზეზი არის იდეოლოგიური