“ძალა ერთობაშია და არა ერთმანეთისთვის ტალახის სროლაში”-ვაშაძე

გიორგი ვაშაძე დღეს, 3 აგვისტოს მიხეილ სააკაშვილს საგანგებო ბრიფინგით პასუხობს. “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი კვლავ სამომავლო პოლიტიკურ გეგმებზე საუბრობს და ამბობს, რომ ის პრემიერ მინისტრი გახდება. მიუხედავად იმისა,რომ ვაშაძემ კოალიცია “ძალა ერთობაშია” დატოვა, ამბობს, რომ გამარჯვების ძალა და “ქართული ოცნების”დამარცხების ფორმულა სწორედ ერთიანობაში და ერთად დგომაშია.

“ვაპირებ გავხდე პრემიერმინისტრი ერთადერთი მიზნით, რომ აღარცერთ ადამიანს ნაგავსაყრელზე არ უწევდეს ლუკმაპურის ძიება. ძალა ერთობაშია და არა ერთმანეთისთვის ტალახის სროლაში, პირდაპირ მინდა ვთქვა,” – განაცხადა ვაშაძემ.

მან მიხეილ სააკაშვილს მიმართა და მოუწოდა, რომ მხოლოდ მომავალზე და ერთიანობაზე, ერთიან ფრონტზე იფიქრონ, რაც ვაშაძის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის მომავლისთვის.

banner
წინა სტატიაში“შექმნილია უსაფრთხოების სპეციალური პროტოკოლი, რომელიც ქვეყანაში დამკვირვებლების უსაფრთხოდ ჩამოსვლასა და საქმიანობას უზრუნველყოფს”
შემდეგი სტატიაარჩილ თალაკვაძე – პარლამენტში იქნება მეტი ქალი