ძაღლის ან სხვა შინაური ცხოველის მცირე ოდენობის ფეკალური მასით ტერიტორიის დაბინძურება- 50 ლარით დაისჯება

დედაქალაქში დღეიდან “თბილსერვის ჯგუფის” ქვეითი ინსპექტორები გამოჩნდებიან, რომლებიც მოქალაქეებს საყოფაცხოვრებო ან სხვა სახის ნარჩენების დაყრისთვის დააჯარიმებენ.

ინსპექტორები სპეციალური აღჭურვილობით იმოძრავებენ და საწყის ეტაპზე, თბილისის ცენტრალურ უბნებს გააკონტროლებენ. სანქციები 50 ლარიდან დაიწყება.

„თბილსერვის ჯგუფის” ინფორმაციით, 2 კგ-მდე მუნიციპალური ნარჩენით გარემოს დანაგვიანება – 80 ლარიან ჯარიმას, იგივე ქმედება ჩადენილი შენობა-ნაგებობიდან – 100 ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს.

2 კილოგრამზე მეტი მუნიციპალური ნარჩენით გარემოს დანაგვიანება – 150 ლარით, იგივე ქმედება ჩადენილი შენობა-ნაგებობიდან – 500 ლარით დაისჯება.

ძაღლის ან სხვა შინაური ცხოველის მცირე ოდენობის ფეკალური მასით ტერიტორიის დაბინძურება- 50 ლარით დაისჯება, თუმცა პასუხისმგებლობა არ დაეკისრება მეპატრონეს, თუ იგი დაუყონებლივ და სრულად მოასუფთავებს დაბინძურებულ ტერიტორიას.

ხუთ ერთეულამდე საბურავით გარემოს დანაგვიანება, ველოსიპედის საბურავის გარდა, 150 ლარიან სანქციას ითვალისწინებს.

რაც შეეხება სახიფათო ნარჩენებით გარემოს დანაგვიანებას, ფიზიკური პირი -400 ლარით, იურიდიული პირი -1000 ლარით დაჯარიმდება.

banner
წინა სტატიაშიამ წუთებში რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე გარემოვაჭრეების დახლების აიღება მიმდინარეობს
შემდეგი სტატიათბილისის მერია: დინამოს მიმდებარე ტერიტორიაზე გარევაჭრობისთვის განკუთვნილი უნებართვო კონსტრუქციები აიღეს