“ძაღლიც არ ჭამს იმ სოსისს, რასაც ამ ადამიანებს აძლევენ!

“ძაღლიც არ ჭამს იმ სოსისს, რასაც ამ ადამიანებს აძლევენ!
რაც შეეხება სასმელ წყალს, ის წყლის გარდა ყველაფერია!

არ შეიძლება 21-ე საუკუნეში სახელმწიფო ასე ექცეოდეს საკუთარ მოსახლეობას, რასაც დღეს მე აქ ვხედავ.
ჭიათურაში მაღაროელების შრომის, კვების რაციონი, ზოგადად აქ ადამიანების ცხოვრების გაუსაძლისი პირობები, დეპუტატების კი არა ნებისმიერი ჩვენგანის შეშფოთების საფუძველია.

ამიტომ, მე არ მოვსულვარ მაღაროელებთან წინადადებებით.
მე მოვედი, რომ მომესმინა ამ ხალხის ტკივილი. იმიტომ რომ, დღეს რასაც ვისმენთ ხელისუფლებისგან და ადმინისტრაციისგან, თითქოს მიდიან დათმობებზე, ხელფასის 25 %-იან ზრდაზე, ეს სინამდვილეს არ შეესაბამება და მორიგი ცრუ დაპირებაა.
რეალურად კი, ჩვენი ხელისუფლება მაქსიმალურად ცდილობს თავისი ბრალი უბრალო ადამიანებს გადააბრალოს და დაჩაგროს.
მითუმეტეს რომ გუშინ, საერთოდ სასამართლოში წასვლით ემუქრებოდნენ…“

დავით ჭიჭინაძე

banner
წინა სტატიაშისაფრანგეთის ქალაქ ლიონის ცენტრში აფეთქება მოხდა
შემდეგი სტატიაინფორმაცია საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიის მე-12 სხდომის შესახებ