15.8 C
Tbilisi
ორშაბათი, მაისი 11, 2026
banner

ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის 2026 წლის პროგრამაში ცვლილებები იგეგმება

ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის 2026 წლის პროგრამაში ცვლილებები იგეგმება.

 „ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის 2026 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2026 წლის 25 თებერვლის N412 განკარგულებაში, განმახორციელებელი უწყებების, დაინტერესებული მხარეებისა და ცხოველთა მოყვარულების თანამშრომლობის შედეგად, ცვლილებები იგეგმება.
ცვლილებათა პროექტის თანახმად, ვეტერინარული მანიპულაციების ჩატარების მიზნით თავშესაფარში გადაყვანილი ცხოველები დაბრუნდებიან იმავე ტერიტორიაზე, საიდანაც აიყვანეს. გამონაკლისია ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებთან, ზოგადსაგანმანათლებლო და სამედიცინო დაწესებულებებთან ან საბავშვო და სპორტულ მოედნებთან აყვანილი ძაღლები, რომლებიც დაბრუნდებიან დაჭერის ადგილიდან არაუმეტეს ერთკილომეტრიან რადიუსში.
გარდა ზემოაღნიშნულისა, იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის, ვაქცინაციის, კასტრაცია/სტერილიზაციისა და, საჭიროების შემთხვევაში, ლეიშმანიოზსა და ჭირზე ტესტირების ჩატარების მიზნით, თავშესაფარში გადაყვანას დაექვემდებარება არაიდენტიფიცირებული ცხოველი, ხოლო საყურე ნიშნით იდენტიფიცირებად უპატრონო/მიკედლებულ ძაღლებს ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ჩაუტარდება დაჭერის ადგილზე, თავშესაფარში გადაყვანის გარეშე.

ცვლილებები შესაბამისი განკარგულების ხელმოწერისთანავე შევა ძალაში “ , — განცხადებას ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამა ავრცელებს.

banner
წინა სტატიაშიმიტროპოლიტი ანტონი (ბულუხია): იმას ვუჭერ მხარს, ვინც კარგია, აბა ცუდს ხო არ დავუჭერ მხარს?
შემდეგი სტატიაპუტინმა ირანის მინისტრს უთხრა, რომ მოსკოვი ყველაფერს გააკეთებს ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის დასამყარებლად