ძაბირაძე: ჯერჯერობით ჩვენ დავრჩით იმ პოლიტიკურ ჩარჩოებში, რასაც ბოლო წლებია „ქართული ოცნება“ და დღევანდელი ხელისუფლება ატარებს

„შეიძლება ითქვას, რომ გარკვეულ წარმატებას მიაღწიეს, თავისუფლება შეინარჩუნეს და ესეც საკმაო მიღწევაა. რაც შეეხება იმას, იყო თუ არა ეს პოლიტიკური – მთელი ეს პროცესი ხაზარაძის გამოჩენა, ანაკლია და ბევრი ფაქტორი ერთად და ის, რომ არქივიდან ამოიღეს საქმე, ისეთ ქვეყანაში, როგორშიც ჩვენ ვართ აშკარად მიუთითებს იმაზე, რომ აქ მთლიანად თუ არა, საკმაოდ დიდი წილი სწორედ პოლიტიკური მოტივი იყო და პოლიტიკური მოტივიდან მომდინარეობდა. შესაბამისად, ამ პროცესს ჰქონდა საკმაოდ დიდი პოლიტიკური დატვირთვა. მე ძალიან დიდი ინტერესით და გარკვეული დაძაბულობით ველოდებოდი რას გადაწყვეტდა მოსამართლე, რადგან აქ სამართლებრივ მხარეზე მეტად მნიშვნელოვანია პოლიტიკური ვითარება. გარკვეული ლაკმუსი და ორიენტირი იქნებოდა მოსამართლის მიერ მიღებული გადაწყვეტილება იმ ვითარებიდან გამომდინარე, რაც ქვეყანაშია, რაც ჩვენს სამეზობლოში და ზოგადად მსოფლიოშია რუსეთის ფაქტორის და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით, რომელიც პირდაპირ თუ ირიბად ჩვენს დამოუკიდებლობასაც ეხება და თავისუფლებასაც – დავრჩებოდით ჩვენ ისევ იმ ზღვარში საშინაო და საგარეო პოლიტიკის, როგორც აქამდე ვიყავით, თუ მოხდებოდა გარკვეული ცვლილება ამ ორიენტირების. ვფიქრობ, რომ ჯერჯერობით ჩვენ დავრჩით იმ პოლიტიკურ ჩარჩოებში, რასაც ბოლო წლებია „ქართული ოცნება“ და დღევანდელი ხელისუფლება ატარებს.

მათ განაცხადეს, რომ სამართლებრივ ბრძოლას გააგრძელებენ და ალბათ, უნდა გააგრძელონ. ეს გადაწყვეტილება ქვეყნის შიგნით, რეპუტაციაზე და პოლიტიკურ სიტუაციაზე გავლენას არ იქონიებს. ყველაზე ცუდი ისაა, რომ იმ შემთხვევაშიც კი თუ ხელისუფლება გამოიტანდა გამამტყუნებელ განაჩენს და მათ დააპატიმრებდნენ, არამგონია ამას ქვეყანაში დიდი პოლიტიკური არეულობა გამოეწვია. ეს იმდენად გახმაურებული პროცესია, ბიძინა ივანიშვილი რომ საქმის კურსში იქნებოდა, ეჭვი არ მეპარება“, – ასე შეაფასა პოლიტოლოგმა ვახტანგ ძაბირაძემ ჯაფარიძე-ხაზარაძე-წერეთლის საქმეზე სასამართლოს მიერ დღეს მიღებული გადაწყვეტილება.

banner
წინა სტატიაშითოვლი, ქარბუქი, შტორმი და ზვავსაშიშროება
შემდეგი სტატიადეკანოიძე ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე: ივანიშვილი თუ რამეს ერიდება კიდევ (მცირედით) ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები არიან