DW: გერმანია და საქართველო სამხედრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ

გერმანია და საქართველო სამხედრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ – შესაბამის ხელშეკრულებას ბერლინში ხელი მოაწერეს გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ურსულა ფონ დერ ლიაიენმა და მისმა ქართველმა კოლეგამ ლევან იზორიამ – “დოიჩე ველე” სამშაბათს, 27 ნოემბერს გერმანიის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს.
შეთანხმებაში საუბარია ისეთ კონკრეტულ თანამშრომლობაზე, როგორიცაა ტრენინგების ჩატარება, შეიარაღებაზე კონტროლი, შტაბებს შორის მოლაპარაკებები, ქართველი ჯარისკაცების გერმანიაში სწავლებები, ვიზიტების გაცვლა, სამომავლოდ შესაძლო ფინანსური დახმარების გაწევა – “დოიჩე ველე” წერს.

თავის მხრივ, საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ კი გაავრცელა, რომ გერმანია ნატოს ღია კარების პოლიტიკას და თბილისის ალიანსთან ინტეგრაციის მისწრაფებას მხარს დაუჭერს. მინისტრებმა განიხილეს სამხედრო თანამშრომლობა და ახალი მიმართულებები დაიგეგმა – ოფიციალური თბილისი ავრცელებს.

საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ასევე ბუნდესვერის სამხედრო შტაბის ხელმძღვანელს, გენერალ ებერჰარდ ზორნს და სხვა სამხედრო ჩინოვნიკებს შეხვდა – “დოიჩე ველე” წერს.

banner
წინა სტატიაშივაშაძის გაპრეზიდენტება არის ნაბიჯი მომავლისკენ
შემდეგი სტატიარუსეთში ერთიანი კაზაკური სამხედრო შენაერთი შეიქმნა-ატამანს პუტინი დანიშნავს