დვალი და აქიმიძე ქიბარ ხალვაშთან მოლაპარაკებას წყვეტენ, თუმცა სამართლებრივ ბრძოლას აგრძელებენ

„რუსთავი 2″-ის წილებთან დაკავშირებით, დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე, ქიბარ ხალვაშთან ყოველგვარ მოლაპარაკებას წყვეტენ. თუმცა სამაუწყებლო კომპანიის დამფუძნებლები სამართლებრივ ბრძოლას აგრძელებენ. მათი თქმით, მოლაპარაკებას არასამთავრობო ორგანიზაციებთან აწარმოებენ.

“არსებობს რამდენიმე გზა იმისთვის, რომ ბატონმა დავითმა და ბატონმა ჯარჯიმ გააგრძელონ თავიანთი ბრძოლა. არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, ფაქტობრივად, 16 ივნისს დაიწყო ათვლის წერტილი, როდესაც 6 თვის ვადაში უნდა გასაჩივრდეს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მათი დარღვეული უფლებები. ასევე შესაძლებელია, რომ იმ შემთხვევაში თუ პროკურატურა დადებს შემაჯამებელ გადაწყვეტილებას, მიუხედავად იმისა, რომ ბრალდებას უკვე ამ დანაშაულისთვის ვეღარ წარუდგენენ ვერავის, ასეთ შემთხვევაში შესაძლებელია, რომ ეს შემაჯამებელი გადაწყვეტილება გახდეს საფუძველი იმისთვის, რომ დაიწყოს ახალი დავა ამორალურ გარიგებასთან დაკავშირებით,“ – განაცხადა ადვოკატმა, სოსო ბარათაშვილმა.

banner
წინა სტატიაში“დიქტატურის პირობებში მოსალოდნელიც იყო, ჩემი არსებობა ამ ქვეყანაში უკვე, ზოგადად, არ შეიძლება, როგორც ჩანს” – გვარამია
შემდეგი სტატიამოსამართლის აუგად მოხსენიებისთვის აპატიმრებთ ადამიანს, ეს ყველაფერი ცეცხლთან თამაშს ჰგავს უკვე – მელია