დუტერტემ ვეტმფრენიდან ხალხის გადმოყრის შესახებ თავისი ნათქვამი უარყო

ფილიპინების პრეზიდენტმა როდრიგო დუტერტემ მედიასთან უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ის ადრე ვეტმფრენიდან ხალხს ყრიდა – “სიენენს” განუცხადა.
“ჩვენ არ გვქონია ვეტმფრენი. ჩვენ ის არ გამოგვიყენებია” – თქვა მან.
პრესაში გავრცელებული ინფორმაციის კომენტირებისას, დუტერტემ ტქვა, რომ განცხადება, რომელზეც ამბობენ რომ მან თქვა, არასწორია და რომ ის “ტოლფოს ფანტაზიის ნაყოფია”. მას არ დაუკონკრეტებია ვისზეა საუბარი.

ამასთანავე, მან პირობა დადო, რომ იქამდე გააგრძელებს ნარკომაფიასტან ბრძოლას, სანამ უკანასკნელი ნარკობარონი იარსებებს.

შეგახსენებთ, რომ გუშინ დუტერტემ ერთ-ერთ გამოსვლაში განაცხადა, რომ კორუფციასთან შეურიგებელ ბრძოლას იწყებს და რომ კორუფციაში გარეულებს ვეტმფრენიდან საკუთარი ხელით ჩამოაგდებს, როგორც ეს უკვე გაუკეთებია.

banner
წინა სტატიაშითურქეთის პარლამენტი ერდოღანს უფლებამოსილებას უფართოვებს
შემდეგი სტატიაპატრიარქი მოსახლეობას ახალ წელს ულოცავს – “მინდა დავლოცო აფხაზეთი, ცხინვალის რეგიონი და მთელი საქართველო”