დუტერტემ თავისი რადიკალიზმი ბავშვობაში მღვდელი-პედოფილის ძალადობით ახსნა

12ფილიპინების პრეზიდენტმა როდრიგო დუტერტემ თავისი რადიკალური დამოკიდებულება დანაშაულებებისადმი იმით ახსნა, რომ მას ბავშვობაში მღვდელი-პედოფილი აწუხებდა – დღეს The Independent-ი წერს.
“ზოგჯერ ხდება ისეთი შემთხვევები, რომელიც მთელი ცხოვრების მანძილზე გახსენებს თავს” – განაცხადა დუტერტემ.
მან ახსნა, რომ ნარკომოვაჭრეებთან არატოლერანტული პოზიცია იმის გამო აქვს, რომ ისინი ახალგაზრდა ადამიანების ცხოვრებაზე ახდენენ გავლენას. “თქვენ ჩემს ქვეყანას ანგრევთ, მე თქვენ მოგკლავთ – ეს კანონიერია”. თუკი თქვენ ჩვენს შვილებს გაანადგურებთ – მე თქვენ მოგკლავთ. ეს ძალიან სწორი პოზიციაა” – განაცხადა დუტერტემ.

დუტერტეს ნარკომოვარეებთან პოლიტიკის გამო არა ერთხელ გამოთქვა შეშფოთება ევროპამ და ამერიკამ.
უკანასკნელი გამოკითხვებით, ქვეყნის პრეზიდენტის ნარკოპოლიტიკას მოსახლეობის 76% უჭერს მხარს.

banner
წინა სტატიაშიგერმანიის თავდაცვის მინისტრი ნატო-ს კონკურენტული სამხედრო გაერთიანების შექმნაზე საუბრობს
შემდეგი სტატიასოფელ ყიზილაჯლოში განმეორებითი არჩევნები 4 დღეში უნდა გაიმართოს