დუტერტემ კორუმპირებულების ვეტმფრენიდან ჩამოაგდების პირობა დადო

ფილიპინების პრეზიდენტი როდრიგო დუტერტე კორუმპირებულ ჩინოვნიკებს დაემუქრა, რომ მათ ვეტმფრენიდან ჩამოაგდებს – დღეს The Guardian-ი წერს.
“ეს გაკეთებული მაქვს ადრე. და რატომ არ უნდა გავაკეთო ისევ?” -იკითხა ფილიპინელმა ლიდერმა და გაიხსენა, რომ ერთხელ მან ჩინელი ჩამოაგდო ვეტმფრენიდან, რომელიც მკვლელობასა და გაუპატიურებაში იყო ეჭვმიტანილი.

12 დეკემბერს საჯარო გამოსვლისას დუტერტემ აღიარა, რომ იმ პერიოდში, როცა მერად მუშაობდა, პირადად მონაწილეობდა ნარკომაფიასთან დაკავშირებული ადამიანების ლიკვიდაციაში.

banner
წინა სტატიაშისირიულმა ოპოზიციამ სამშვიდობო შეთანხმების შესახებ ინფორმაცია დაადასტურა
შემდეგი სტატიაპარიზის შარლ დე გოლის აეროპორტში ხალხის ევაკუაცია მოხდა