დუტერტე ტერორისტებს მათი ღვიძლზე მარილის მოყრას, ძმრის მოსხმას და შეჭმას დაპირდა

ფილიპინების პრეზიდენტმა როდრიგო დუტერტემ ტერორისტები გააფრთხილა, რომ თვითონ, შესაძლებელია მათზე სასტიკი აღმოჩნდეს და რომ მზად არის შეჭამოს ექსტრემისტები, რომლებიც ადამიანებს თავებს კვეთენ, თუკი ისინი ცოცხლად ჩავარდებიან ტყვედ – The Independent-ი წერს. “თუკი გინდათ რომ ცხოველი გავხდე, მზად ვარ ამისთვის” – თქვა დუტერტემ ეროვნული სპორტული ტურნირის გახსნისას.
მან დაამატა, რომ თუკი ცოცხალ ტერორისტს მოიყვანენ მაშინ, როცა ის ცუდ ხასიათზე იქნება, ის მზად არის მის ღვიძლს მარილი მოაყაროს, ძმარი მოასხას და შეჭამოს.
ამ სიტყვებმა შეკრებლებში სიცილი გამოიწვია, თუმცა, დუტერტემ მხიარულება შეაწყვეტინა და დაამატა: “ეს მართალია, თუკი გამაბრაზებთ”.

banner
წინა სტატიაშიიყიდება ლეგენდარული ბრენდი Jimmy Choo
შემდეგი სტატიამთავრობის დადგენილება: საჯარო მოხელე საუბრის ტონს სამიზნე ჯგუფის მიხედვით არჩევს