დუტერტე პუტინს შეხვდა და ქვეყანაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა

სკანდალურად ცნობილი ფილიპინების პრეზიდენტი როდრიგო დუტერტე, სამშაბათს 23 მაისს მოსკოვში ვიზიტად ყოფნის დროს, პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შეხვდა და იმავე საღამოს საკუთარ ქვეყანაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.
გავრცელებული ინფორმაციით, პირველი რაც დუტერტემ პუტინს განუცხადა შეხვედრაზე იყო ის, რომ ფილიპინებში არსებული საომარი სიტუაციის გამო, ის მალევე უნდა დაბრუნებულიყო უკან – სამშობლოში.
,,ჩვენთან ისევ შეტაკებებია და საომარი სიტუაციები. ისევ იღუპებიან ადამიანები,ამიტომ სამწუხაროდ მალევე უნდა დავბრუნდე უკან,, განაცხადა დუტერტენ პუტინთან შეხვედრისას.
პრეზიდენტმა პუტინმა, შეხვედრის დაწყებისას, დუტერტეს სამძიმარი უთხრა ქვეყანაში მომხდარი შეტაკებების დროს დაღუპული მოქალაქეების გამო და მწუხარება გამოთქვა ფილიპინებში გახშირებული ტერაქტების გამო.
გავრცელებული ინფორმაციით, დუტერტემ საომარი მდგომარეობა მინდანაოს პროვინციაში გამოაცხადა, სადაც სამთავრობო ძალებსა და ,,ისლამური სახელმწიფოს,, მომხრე ამბოხებულებს შორის, სისხლიანი შეტაკებები მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშითქვენ ფეხებზე დაიკიდეთ ყველას ინტერესი – ზუგდიდის საკრებულოს “ევროპული საქართველოს” წევრი თვითმმართველობის რეფორმაზე
შემდეგი სტატიაანი წითლიძე: ფაცაციასგან განსხვავებით 9 წელი შამათავა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის იბრძოდა