8.8 C
Tbilisi
პარასკევი, აპრილი 17, 2026
banner

დუშეთში მომხდარ მკვლელობაზე შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადება ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი 2 პირი – 1984 წელს დაბადებული ა.წ. და 1991 წელს დაბადებული ტ.ვ. დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაგაში, ბრალდებულებმა ყოფით ნიადაგზე, განსაკუთრებული სისასტიკით ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით, 1984 წელს დაბადებულ მ.ბ.-ს, საკუთარ საცხოვრებელ სახლში სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები მიაყენეს, რის შედეგადაც ის ადგილზე გარდაიცვალა. ბრალდებულები შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

პოლიციამ ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ა.წ. და ტ.ვ. ბრალდებულების სახით დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”,_ აცხადებს შინაგან საქმეთა სამინისტრო.

banner
წინა სტატიაში“შპს “სექტორი 7″ დააფუძნეს, ნასყიდობის ხელშეკრულებები გააფორმეს და 161 პირისგან 10 726 497.95 ლარს თაღლითურად დაეუფლნენ”
შემდეგი სტატიაირანის მუქარა: აშშ-თან მომუშავე ფირმების ენერგოინფრასტრუქტურა ფერფლად იქცევა