დუშეთის რაიონში ცეცხლი დაახლოებით 2 ჰექტარ ფართობზეა გავრცელებული

დუშეთის რაიონში ცეცხლი დაახლოებით 2 ჰექტარ ფართობზეა გავრცელებული. სოფელ თვალივში ხანძარი საღამოს საათებში, ქარის გაძლიერებასთან ერთად გაძლიერდა. იმის გამო, რომ ცეცხლის კერა რელიეფურად რთულად მისადგომ ადგილზეა, იქ სახანძრო მანქანები ვერ ადიან. ცეცხლის ჩაქრობას ცოცხალი ძალა, რამდენიმე ათეული მეხანძრე ცეცხლმაქრებით და ნიჩბებით ცდილობს. სპეციალისტები ამბობს, რომ მდგომარეობა საშიში არ არის , ვინაიდან გარშემო ტერიტორია დამუშავებულია და ცეცხლის გავრცელების საშიშროება არ არსებობს:

“აღნიშნული კერა გაჩენილია უკვე ლოკალიზებული ხანძრის შუაგულში და მის გარშემო დასაწვავი არაფერია. დარჩენილი იყო ტოტი და წვრილი მერქან, რომელიც უცბად აალდა სიმხურვალისგან. ხვალ დილისთვის იგივე ძალებით შევეცდებით, რომ ლოკალიზება მოვახდინოთ და მერე საბოლოო ლიკვიდაცია” აცხადებს ეროვნული სატყეო სააგენტოს წარმომადგენელი

banner
წინა სტატიაშიSOS! სამეგრელოს კატასტროფა ემუქრება! (ფოტოები)
შემდეგი სტატიახელისუფლების წარმომადგენლები ზუგდიდში გარევაჭრობის ობიექტებს შლიან