დურსუნ ჰასანოვი:საქართველო და აზერბაიჯანი ძმები არიან

აზერბაიჯანის ელჩი საქართველოში დურსუნ ჰასანოვი ამბობს, რომ დავით გარეჯის თემა “საკეთილდღეოდ გადაწყდება”. ამის შესახებ ელჩმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ჟურნალისტებს უთხრა.

„საქართველოსა და აზერბაიჯანის სამთავრობო კომისიები მუშაობენ, საგარეო საქმეთა უწყებები მუშაობენ, ბევრი შეხვედრა იმართება მესაზღვრეებსა და დიპლომატებს შორის. ყველა საკითხი მოგვარდება, საქართველო და აზერბაიჯანი ძმები არიან და ეს თემაც საკეთილდღეოდ გადაწყდება,“ – თქვა ჰასანოვმა.

 

აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების დღესთან დაკავშირებით თბილისის ანძა აზერბაიჯანის დროშის ფერებში განათდა.

banner
წინა სტატიაშიდავით გარეჯის საკითხთან დაკავშირებით, მამუკა ბახტაძეს და დავით ზალკალიანს პარლამენტში იბარებენ
შემდეგი სტატიაესპანეთში 5 წლის ქართველი ბავშვი ზღვაში ბანაობისას დაიხრჩო