დუნია მიატოვიჩი: მედიის თავისუფლების კუთხით საქართველოში კარგი ვითარებაა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) წარმომადგენელს მედიის თავისუფლების საკითხებში, დუნია მიატოვიჩს შეხვდა.

დუნია მიატოვიჩი თბილისში ეუთ-ოს მიერ მედიის თავისუფლების საკითხებში ორგანიზებულ სამხრეთ კავკასიის მე-13 მედია-კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად იმყოფება

მხარეებმა ისაუბრეს მედიისა და გამოხატვის თავისუფლების საკითხებზე, საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმიანობაზე, რუსულ პროპაგანდაზე და საქართველოს პარლამენტსა და მედიის თავისუფლების საკითხებში მომუშავე ეუთო-ს ოფისს შორის თანამშრომლობაზე.

დუნია მიატოვიჩის შეფასებით, მედია თავისუფლების კუთხით საქართველოში კარგი ვითარებაა და ამ მიმართულებით ქვეყანაში დადებითი ტენდენციებია. მისი თქმით, მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების წინ მნიშვნელოვანია თავისუფალი მედია გერემოს არსებობა.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

banner
წინა სტატიაშიდავით ბაქრაძე: არჩილ გეგეშიძის “თავისუფალი რეჟიმი“ ალბათ, მისმა წარსულმა საქმიანობამ განაპირობა
შემდეგი სტატიაპაატა ზაქარეიშვილი: „რუსთავი 2“ უნდა დამშვიდდეს, „რუსთავი 2“ იქნება მშვიდად და მშვენივრად