დუმის სპიკერის აზრით, აშშ-მ პანდემიით დაზარალებულ ყველა სახელმწიფოს ზარალი უნდა აუნაზღაუროს

რუსეთის დუმის ხელმძღვანელმა, ვიაჩესლავ ვოლოდინის აზრით, ამერიკამ კორონავირუსის პანდემიით დაზარალებულ ყველა სახელმწიფოს ზიანი უნდა აუნაზღაუროს. მან Telegram-ზე გამოაქვეყნა ამერიკელი ეკონომისტის ჯეფრი საქსის ციტატა, რომელიც ამბობს, რომ კორონავირუსი, შესაძლოა აშშ-ის ბიოტექნოლოგიური ლაბორატორიებიდან გავრცელებულიყო.

“დღეს, როცა ასეთი ბრალდებები იდება, ბაიდენი დუმს. მას ეშინია, რომ მსოფლიო გაიგებს სიმართლეს პანდემიის ჭეშმარიტი დამნაშავის შესახებ”, – ამბობს ის.

მისივე აზრით, მილიონობით ავადმყოფი და გარდაცვლილი ადამიანი, გლობალური ეკონომიკური კრიზისი, ადამიანების ცხოვრების დონის ვარდნა არის COVID-19-ის შედეგები, რისთვისაც ვაშინგტონის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს.

banner
წინა სტატიაში3 ივლისის აქცია იყო კარგი მაგალითი, რამდენად სწორი დამოკიდებულება აქვს საზოგადოებას რადიკალური დღის წესრიგის მიმართ – პაპუაშვილი
შემდეგი სტატიარუსმა ოკუპანტებმა ლუგანსკის ოლქის თითქმის მთელი ტერიტორია დაიპყრეს – გაიდაი