დუმის დსთ-ს საქმეთა კომიტეტი მზად არის, საქართველოსთან პარლამენტთაშორისი თანამშრომლობა აღადგინოს

რუსეთის სახელმწიფო დუმის დსთ-ს საქმეთა კომიტეტი მზად არის, საქართველოსთან პარლამენტთაშორისი თანამშრომლობა აღადგინოს. ამის შესახებ ნათქვამია რუსეთის პარლამენტის გამოცემის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ ლეონიდ კალაშნიკოვმა სააგენტო “იტარ-ტასთან” საუბრისას განაცხადა, დეპუტატების მოსმენებს გამართავენ, საქართველოში გამართული არჩევნების შედეგებს გაანალიზებენ და ქართულ მხარეს თანამშრომლობის აღდგენას შესთავაზებენ. “ვნახოთ, უპასუხებენ ისინი შეთავაზებას თუ არა”, – აღნიშნა კალაშნიკოვმა.

საქართველოში გამართული საპარლამენტო არჩევნების შედეგებისა და “ქართული ოცნების” მიერ პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შეფასებებისას, ლეონიდ კალაშნიკოვმა განაცხადა, რომ “რუსეთთან კონფრონტაციის ხაზი ჩავარდა”. ამავე დროს, რუსმა დეპუტატმა აღნიშნა, რომ ეს არ ნიშნავს რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების ავტომატურ აღდგენას.

banner
წინა სტატიაშიდღეიდან მიმოქცევაში 100 ლარის განახლებული ბანკნოტები გამოვა
შემდეგი სტატია“ჩვენი ქვეყანა ცოცხალია და ის აუცილებლად გადარჩება თუ ჩვენ თვითონ არ ჩავიქნევთ მასზე ხელს”