დუმის დეპუტატი: სასწრაფოდ არის გასამაგრებელი უსაფრთხოება მოსკოვში

პარიზში მომხდარ ტერაქტებს გამოეხმაურა კრემლის იმპერიული პოლიტიკის აპოლოგეტი სერგეი მარკოვი, რომელიც ჯერ კიდევ 2003-04 წლებში ამბობდა, რომ რუსეთი არ დაუშვებს საქართველოს შესვლას ნატოში და დასავლეთთან მის ურთიერთობას. სხვადასხვა წლებში მარკოვი იყო რუსეთის დუმის დეპუტატი, პუტინის ნდობით აღჭურვილი პირი და კრემლის მიერ დაარსებული და მართვადი ინსტიტუტების თუ საბჭოების წევრი.
დღეს მან თავის ფბ-გვერდზე კომენტარი დაწერა ტერაქტებთან დაკავშირებით, რითაც გაასაჯაროვა კრემლის ჩანაფიქრი, რომელიც ცალკე ანალიტიკური მასალის დაწერას ითხოვს.
გთავაზობთ მარკოვის კომენტარს:
,,ტერაქტების სერია პარიზში. 150-ზე მეტი მსხვერპლი. ორგანიზატორი ისლამური სახელმწიფო. ეს არის ჯიხადისტების შურისძიება საფრანგეთის სახელმწიფოს და მისი მოქალაქეების წინააღმდეგ სირიაში ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ საბრძოლო ფრენების გამო. დასკვნა:1. სასწრაფოდ არის გასამაგრებელი უსაფრთხოება მოსკოვში. 2. რუსეთმა, აშშ, საფრანგეთმა ერთად უნდა გაანადგურონ ისლამური სახელმწიფო სირიაში, ერაყში,ლივიაში. 3. სასწრაფოდ უნდა შეწყდეს კონფლიქტი რუსეთსა და დასავლეთს შორის უკრაინის გამო. ხუნტა უნდა შეიცვალოს ტექნიკური მთავრობით, ასევე შეიცვალოს კონსტიტუცია, მოსაცილებელია ნეონაცისტები, უნდა ჩატარდეს ახალი, თავისუფალი არჩევნები. კიევის ხუნტა არის უმთავრესი წინაღობა აშშ, ევროკავშირის და რუსეთის ერთიანი ბრძოლის გზაზე ტერორისტების წინააღმდეგ.
4. ჩვენი თანაგრძნობა ფრანგ ხალხს და პარიზს”– წერს მარკოვი.

თარგმნა:

banner
წინა სტატიაშისაკრებულოს შენობა საფრანგეთის დროშის ფერებით განათდა
შემდეგი სტატიააგლაძის ქუჩაზე 6 სართულიანი შენობის ფლიგელი ჩამოინგრა (video)