დუმაში რუსეთსა და თურქეთს შორის ავიამიმოსვლის შეწყვეტას ითხოვენ

დუმაში რუსეთსა და თურქეთს შორის ავიამიმოსვლის შეწყვეტას ითხოვენ

12285978_1661533164131684_194296554_nთურქეთ-სირიის საზღვართან რუსული თვითმფრინავის ჩამოგდების შემდეგ, დუმაში რუსეთსა და თურქეთს შორის ავიამიმოსვლის შეწყვეტას ითხოვენ. ამის შესახებ განცხადება რუსეთის დუმის ვიცე-სპიკერმა, ნიკოლაი ლევიჩევიჩმა გააკეთა.

„გთხოვთ, განიხილოთ სრული და დაუყოვნებელი შეწყვეტა რუსეთ-თურქეთს შორის საჰაერო მიმოსვლასთან დაკავშირებით“ – ნათქვამია დეპუტატის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რუსული სამხედრო თვითმფრინავი სუ-24 თურქმა სამხედროებმა თურქეთ-სირიის საზღვართან დღეს ჩამოაგდეს.

ოფიციალური ანკარის ინფორმაციით, თვითმფრინავმა თურქეთის საჰაერო სივრცე დარღვია. ჩამოგდებამდე, ხუთი წუთის განმავლობაში კი, თურქული საჰაერო სივრცის დარღვევის შესახებ სუ-24 10-ჯერ გააფრთხილეს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო სუ-24-ის კატასტროფის ფაქტს ადასტურებს, თუმცა აცხდებს, რომ სამხედრო თვითმფრინავი სირიის ტერიტორიაზე იმყოფებოდა. მედიაში გავრცელებული ცნობით, პილოტებმა კატაპულტირება მოახერხეს. ერთ-ერთი პილოტი ადგილობრივებმა ჩაიგდეს ხელში, ერთი კი გარდაიცვალა. პილოტების მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია ოფიციალურად არ დასტურდება.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, თურქეთის მოთხოვნით დღეს, ნატოს საგანგებო სხდომა ჩაინიშნა.

ოფიციალურმა ანკარამ კი ჩამოგდებული რუსული სამხედრო თვითმფრინავის მიერ, თურქეთის საჰაერო სივრცის დარღვევის მტკიცებულება , რადარებით დაფიქსირებული ფოტო-მასალა გამოაქვეყნა.

https://youtu.be/DpnyhA22GQg

banner
წინა სტატიაშიედგარს რინკევიჩსი საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა
შემდეგი სტატიამოსკოვში თურქეთის საელჩოსთან დაცვა გააძლიერეს