დუმამ უკრაინასთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულება შეაჩერა

დუმამ უკრაინასთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულება შეაჩერა

დუმამ უკრაინასთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულება შეაჩერარუსეთის დუმამ რუსეთის პრეზიდენტის მიერ ინიცირებული კანონი მიიღო, რომელიც უკრაინასთან თავისუფალი ვაჭრობის გაწყვეტას გულისხმობს.
დეპუტატებმა კანონი პირველი წაკითხვისთანვანე მიიღეს – მას მხარი დუმას ოთხივე ფრაქციამ დაუჭირა.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, 16 დეკემბერს შესაბამის განკარგულებას მოაწერა ხელი, სადაც ნათქვამი იყო, რომ შეთანხმება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ უკრაინასთან მიმართებაში 2016 წლის 1 იანვრიდან შეჩერდება.
შენიშვნაში ნათქვამია, რომ “უკრაინის მხარემ ფაქტობრივად უარი განაცხადა სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებაზე დსთ-ს ფარგლებში და აირჩია ევროკავშირთან ინტეგრაციის გზა”.
უკრაინის პრეზიდენტმა პიორტ პოროშენკომ განაცხადა, რომ ქვეყნის ეკონომიკას ამ გადაწყვეტილებით ზიანი მიადგა.

banner
წინა სტატიაშიმიმდინარე წელს ევროპაში მილიონი მიგრანტი შემოვიდა
შემდეგი სტატიარუსეთმა შესაძლებელია თურქეთიდან ტანსაცმლის შეტანა აკრძალოს