დუმამ რუსეთისა და დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ “ორმაგი მოქალაქეობის” შესახებ შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა

Çäàíèå Ãîñóäàðñòâåííîé Äóìû ÐÔ íà Îõîòíîì ðÿäó.

რუსეთის დუმამ რუსეთისა და დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ “ორმაგი მოქალაქეობის” შესახებ შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა, – ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Interfax ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, დოკუმენტი შესაძლებელს ხდის, რომ ადამიანებმა “ერთი ქვეყნის მოქალაქეობა მიიღონ ისე, რომ მეორეს მოქალაქეობაზე უარის თქმა არ მოუწიოთ”.

დოკუმენტი ე.წ “მოქალაქეობის” მიღების ან გაუქმების წესებს არ არეგულირებს და მას ორივე მხარე თავად განაგებს.

გარდა ამისა, ხელშეკრულება ითვალისწინებს წესებს ბავშვებთან დაკავშირებითაც. კერძოდ, 14 წლამდე ასაკის პირებს მოქალაქეობა გადაეცემათ მშობლებისგან, რათა ბავშვი არ გახდეს მოქალაქეობის არმქონე პირი. მისი მოქალაქეობა კი არ შეიცვლება იმ შემთხვევაშიც კი თუ მშობლებს მშობლის უფლება ჩამოერთმევათ.

ამასთან ერთად, ხელშეკრულება ითვალისწინებს “ორივე მხარის” ვალდებულებას, რომ მოთხოვნის შემთხვევაში, ერთმანეთს გაუზიარონ ინფორმაციას იმ “მოქალაქეების” შესახებ, რომლებსაც ერთდროულად აქვთ რუსეთის ფედერაციისა და ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ მოქალაქეობა.

banner
წინა სტატიაშიზახაროვა დღე და ღამე მთვრალია, „ლოთ-ბაზარა“ ქალია, დაბჟუტურობს რაღაცას – არ მინდა დავიჯერო, რომ ჩვენი ხელისუფლება ქართული ინტერესების საწინააღმდეგოდ რუსეთთან კულუარულ მოლაპარაკებებს მართავს, ეს იქნება ღალატი – ელისაშვილი
შემდეგი სტატიანიკა გვარამია – გავაკეთებ იმას, რაც უკეთესი იქნება „ქართული ოცნების“ ხელისუფლების შესაცვლელად