დუგინი: “ოცნებამ” საქართველო БРИКС-ში უნდა შეიყვანოს

კრემლის იდეოლოგი და პროპაგანდისტი ალექსანდრ დუგინი საქართველოში ჩატარებული არჩევნების შედეგებით კმაყოფილია. დუგინი ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნებულ პოსტში ქართულ ოცნებას აქებს და სამომავლოდ სახელმწიფოთაშორის გაერთიანება БРИКС-ში (ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი, სამხ. აფრიკის რესპუბლიკა) შესვლას სთავაზობს. დუგინი ქართულ ოცნებას რჩევას აძლევს, რომ დროზე გაუშვას საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სახლში.

“საქართველოში ხელისუფლებაში ისევ სუვერენისტები მოადიან. ისინი საერთოდ არ არიან პრორუსულები, მაგრამ არც დასავლეთის ლაქიები არიან. აი, რა არის ნაციონალიზმი კარგი გაგებით – შეინარჩუნო სამშობლო, შეინარჩუნო წესრიგი, გააძლიერო დამოუკიდებლობა ყველასგან და არავის წინაშე ქედს არ მოიხარო. ჩვენთვის ქართულ ოცნებასთან მარტივი არ იქნება. მაგრამ სათავეში რომ სოროსის მარიონეტები მოსულიყვნენ, გარყვნილები და ექსტრემისტები, ჩვენ გაცილებით მეტი პრობლემა გვექნებოდა.მაგრამ უარესად იქნებოდნენ თავად ქართველები.

სხვა საქმეა, რომ ოპოზიციამ ცოტა მეტი მიიღო, ვიდრე თავად სუვერენისტებს ეგონათ და პარლამენტში აბსოლუტური უმრავლესობა ვერ იქნება. მაგრამ უბრალო უმრავლესობაც უკვე არ არის ცუდი. ველური არეულობის მიზეზი არ არსებობს.

მაგრამ ქართულ ოცნებას უნდა ჰქონდეს სტრატეგია. სანამ ისინი ლავირებენ, ძალიან წარმატებულად, მაგრამ ეს რესურსი არ არის უსასრულო. შეუძლიათ სცადონ საქართველოს დაუბრუნონ დიდება, მაგრამ ამჯერად ტრადიციონალისტურ არალიბერალურ საფუძველზე. და შეიყვანონ БРИКС-ში. БРИКС-ში მალე იქნება საკუთარი ვალუტა, კაშკაშა და მიმზიდველი ბანკნოტებით. ჯერჯერობით კი უნდა დაელოდონ სააკაშისტების და სოროსელი პერვერტების რეაქციას და განამტკიცონ გამარჯვება.

დიახ, ასევე დროა გამოემშვიდობოთ არაპოპულარულ და ქართველოფობ პრეზიდენტ ქალს. დროა წავიდეს სახლში, პარიზში.”- წერს დუგინი

banner
წინა სტატიაშირასმუსენი: ჩვენ უნდა დავდგეთ ყველას გვერდით საქართველოში, ვისაც სჯერა რუსეთის ბოროტი გავლენისგან თავისუფალი ევროპული მომავლის საქართველო ევროპაა
შემდეგი სტატიამეზვრიშვილი: ყველა გადაწყვეტილებაზე შეიტყობთ თანმიმდევრულად, სწორ დროს, სწორი ფორმით