დუდა: ნატო-მ უნდა შეძლოს საკმარისი შემაკავებელი პოტენციალის შექმნა, რათა არა მხოლოდ რუსეთი, არამედ არავინ დაესხას თავს ნატო-ს წევრ ქვეყნებს

პოლონეთის პრეზიდენტის, ანჯეი დუდას განცხადებით, სურს, რომ მომავალ სამიტზე ნატო-ს ყველა წევრმა ქვეყანამ მიიღოს გადაწყვეტილება თავდაცვის ხარჯების გაზრდასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, ეს აუცილებელია რუსეთის ან სხვა ქვეყნების შესაკავებლად, რომლებმაც შესაძლოა, სცადონ, თავს დაესხან ალიანსის წევრებს.

„მთელი ნატო თუ არ გაზრდის თავდაცვის ხარჯებს, მაშინ, სამწუხაროდ, მაგრამ შესაძლოა, ვლადიმერ პუტინს გაუჩნდეს სურვილი, კვლავ განახორციელოს თავდასხმა, რადგან არ იქნება საკმარისი შემაკავებელი ფაქტორი. საქმე ისაა, რომ ნატო-მ უნდა შეძლოს საკმარისი შემაკავებელი პოტენციალის შექმნა, რათა არა მხოლოდ რუსეთი, არამედ არავინ დაესხას თავს ნატო-ს წევრ ქვეყნებს“, – განაცხადა დუდამ ნატო-ს გენერალურ მდივანთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.

banner
წინა სტატიაშითეთრი სახლის პრესსპიკერი ყალბ ამბავს უწოდებს უკრაინელი ლტოლვილებისთვის დროებითი სტატუსის გაუქმების გეგმის შესახებ ინფორმაციას და აცხადებს, რომ ამ დროისთვის გადაწყვეტილება არ არის მიღებული
შემდეგი სტატიავლადიმერ პუტინი – არიან ადამიანები, რომლებსაც ნაპოლეონის პერიოდში დაბრუნება სურთ და ავიწყდებათ, რით დასრულდა ეს