პოლონეთის პრეზიდენტი, ანდჟეი დუდა კიევში ჩავიდა. ის უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართავს მოლაპარაკებებს.
Twitter-ზე დუდას ოფისმა განაცხადა, რომ შეხვედრაზე ორი ქვეყნის ლიდერი განიხილავს “ამჟამად არსებულ ვითარებას ფრონტზე, მათ შორის რუსეთის თავდასხმის საფრთხეს ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე”.