“რუსეთიდან მომავალი საფრთხეები რომ იზრდებოდა, ჩვენ ჯერ კიდევ 2008 წელს, საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის ფაქტით ვიხილეთ”, – ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტი ანჟეი დუდა საუბრობს, რომელიც ვარშავის უსაფრთხოების სამიტის ფარგლებში სალომე ზურაბიშვილს შეხვდა.
2014 წლიდან ვარშავის უსაფრთხოების სამიტი იყო ადგილი, სადაც მიმდინარეობდა დებატები და მსჯელობა იმის შესახებ, თუ როგორ უნდა უპასუხოს დასავლეთმა რუსეთიდან მომავალ მზარდ საფრთხეებს. ეს საფრთხეები რომ იზრდებოდა, ჩვენ ჯერ კიდევ 2008 წელს, საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის ფაქტით ვიხილეთ. ჩვენ წლების განმავლობაში ვიმეორებდით, რომ რუსეთიდან საფრთხეები იზრდებოდა. ბევრს ახსოვს, რომ 2008 წელს პრეზიდენტმა ლეხ კაჩინსკიმ გააფრთხილა მსოფლიო რუსული იმპერიალიზმის შესახებ. საქართველოში ყოფნისას, როდესაც რუსული ჯარები ამ ქვეყანაში იყვნენ შეჭრილები, მან თქვა თავისი ცნობილი სიტყვები: დღეს საქართველოს, ხვალ უკრაინა იქნება, ზეგ ალბათ ბალტიის ქვეყნები და შემდეგ შესაძლოა ჩემი ქვეყნის, პოლონეთის ჯერიც დადგეს, – აცხადებს დუდა.