დუბაიში გარდაცვლილი გოგონას საქართველოში გადმოსვენების ხარჯებს სახელმწიფო დაფარავს

დუბაიში გარდაცვლილი ქართველი გოგონას საქართველოში გადმოსვენების ხარჯებს სახელმწიფო დაფარავს. როგორც ”თაიმერს” საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გარდაცვლილის საქართველოში გადმოსვენებას საგარეო უწყება უზრუნველყოფს.

დუბაიში გარდაცვლილი ქართველი გოგონას საქართველოში გადმოსვენების თაობაზე დახმარებისთვის ოჯახმა საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართა.
როგორც გარდაცვლილის ოჯახის წევრები ჟურნალისტებთან საუბარში აცხადებენ, გოგონას ადგილობრივ არაბებთან კამათი მოუვიდა, რაც საბოლოოდ ჩხუბში გადაიზარდა და ტრაგიკულად დასრულდა.
ოჯახის წევრების თქმით, მომხდარის დროს გოგონასთან ერთად მისი მეგობარიც იმყოფებოდა, რომელიც მძიმე მდგომარეობაში საავადმყოფოშია გადაყვანილი.

banner
წინა სტატიაშიბარაკ ობამას 2015 წლის შემოსავალი – რაში ხარჯავს ფულს აშშ პრეზიდენტი?!
შემდეგი სტატიაNATO-ს ვარშავის სამიტი სტადიონზე გაიმართება