9.8 C
Tbilisi
სამშაბათი, აპრილი 21, 2026
banner

დუბაის საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიაზე აფეთქება მოხდა

დუბაის საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიაზე აფეთქება მოხდა, – ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.

როგორც გამოცემა სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეოკადრებზე დაყრდნობით იუწყება, ირანული დრონი დუბაის საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიაზე ჩამოვარდა.
ავიაკომპანია Emirates-მა განაცხადა, რომ ფრენები დროებით შეაჩერა, თუმცა მოგვიანებით მუშაობის განახლების შესახებ გამოაცხადა.

„Emirates-ი სიტუაციის მონიტორინგს აგრძელებს“, – ნათქვამია ავიაკომპანიის განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიგორში ძაღლი მოკლეს და მდინარეში ჩააგდეს
შემდეგი სტატიააშშ-ის პრეზიდენტი ირანში ჯარის განლაგებას განიხილავს