დროულად განიხილონ საჩივრები, ხელმეორედ გადათვალონ შედეგები -ომბუდსმენი აპარატი

სახალხო დამცველის აპარატი, საგანებო მიმართვას ავრცელებს და საქართველოს მთავრობას; საარჩევნო ადმინისტრაციებს; ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს და საქართველოს მოსახლეობას მიმართავს.

სახალხო დამცველის პარატი საარჩევნო ადმინისტრაციებს მოუწოდებს, დროულად დააკმაყოფილოს ოპოზიციის მოთხოვნები და სადაო უბნებზე ხელმეორედ გადაითვალოს შედეგები, რათა ქვეყანაში საპროტესტო აქციები დასრულდეს.

“სამართლიანი და გამჭვირვალე პროცედურების დაცვით, დროულად განიხილონ არჩევნებთან დაკავშირებული დასაბუთებული საჩივრები და უზრუნველყონ სადაო საარჩევნო უბნების შედეგების გადათვლა, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს საარჩევნო ადმინისტრაციების გარეთ მიმდინარე მწვავე საპროტესტო აქციებს და შესაბამისად მოსახლეობის მობილობას.” – ნათქვამია განცხადებაში.

სახალხო დამცველი, ასევე, COVID-19-ის პანდემიასთან დაკავშირებით, ხელისუფლებას მოუწოდებს საჭიროების მქონე პაციენტებს დროული დახმარება გაეწიოთ. ხოლო ოპოზიციას ურჩია, დაიცვან მიმდინარე აქციებისას კორონავირუსის საწინააღმდეგო შეზღუდვები.

banner
წინა სტატიაშითაკო ჩარკვიანი – „გირჩის“ გუშინდელი მოსაზრება მე ვერ მივიღე
შემდეგი სტატიაოპოზიციისთვის მიკუთვნებულ ბიულეტენებს საეჭვოდ ცნობდნენ და აბათილებდნენ- ბურდული