“დროშის დაწვისთვის დასჯა გამოხატვის თავისუფლების დარღვევაა”

“საქართველოს დემოკრატიული ინიციატივას” (GDI) იურისტი, გიორგი მშვენიერაძე Facebook-ზე წერს, რომ ნებისმიერი დროშის დაწვისთვის სანქციების დაწესება გამოხატვის თავისუფლების დარღვევაა.

“დროშის დაწვისათვის დასჯადობის შემოღება, ვისი დროშაც არ უნდა იყოს ის, არის გამოხატვის თავისუფლების დარღვევა (ცხადია, არ ვგულისხმობ თუ საქმე სხვისი საკუთრების განადგურებას ეხება).

ამ მავნებლური ინიციატივით ვითომ დასავლურ ღირებულებებს ვიცავთ, სინამდვილეში კი დასავლური ღირებულებების იმ ნარჩენს ვანადგურებინებთ ხელისუფლებას, რაზეც დღემდე ვდგავართ – სიტყვის თავისუფლებას”,-წერს გიორგი მშვენიერაძე.

banner
წინა სტატიაშიმდინარაძე დეკანოიძეს: წარმოადგენთ იმ პოლიტიკურ ძალას, რომლისგანაც ზიზღის კამპანიაზე საუბარი, უბრალოდ ამორალურია
შემდეგი სტატიასოზარ სუბარი: ყველამ კარგად იცოდა რომ არჩევნები არ გაყალბებულა