3.8 C
Tbilisi
ხუთშაბათი, აპრილი 16, 2026
banner

დრონებმა რუსეთში ნავთობის ლოგისტიკის საკვანძო ობიექტზე იერიში მიიტანეს

8 მარტის ღამეს დრონებმა იერიში მიიტანეს რუსეთის კრასნოდარის მხარეში მდებარე „არმავირის“ ხაზობრივ საწარმოო-სადისპეტჩერო სადგურზე. დარტყმის შედეგად ობიექტზე ხანძარი გაჩნდა.

უკრაინული OSINT-პროექტის ცნობით, აღნიშნული სადგური ნავთობპროდუქტების მილსადენური ლოგისტიკის ერთ-ერთი საკვანძო ობიექტია, რომლის დაზიანებამ შეიძლება გავლენა მოახდინოს ტრანსპორტირების სისტემაზე.

კრასნოდარის ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, დაახლოებით 700 კვადრატულ მეტრზე გავრცელებული ხანძრის ჩაქრობაში 120 მაშველი და 38 ერთეული ტექნიკა მონაწილეობდა.

banner
წინა სტატიაშიქუვეითის ხელისუფლება: ქვეყნის საერთაშორისო აეროპორტში გაჩენილი ხანძარი კონტროლს ექვემდებარება
შემდეგი სტატიაბოკერია ირანის საელჩოსთან მომხდარზე: აშკარად მყისიერი საფრთხის მატარებელია