25.3 C
Tbilisi
ოთხშაბათი, ივლისი 22, 2026
banner

დრონებით თავდასხმის შემდეგ, ოკუპირებული ყირიმი, ხერსონი და დონეცკი ელექტროენერგიის გარეშე დარჩნენ

უკრაინული მედია „ტელეგრამ“ არხებზე და ხერსონის ოლქის ე.წ. გუბერნატორზე ვოლოდიმირ სალდოზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ხერსონის ოლქში, ყირიმსა და დონეცკში, დრონებით თავდასხმის შემდეგ, ელექტროენერგიის მასიური გათიშვა მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ყირიმში, სევასტოპოლსა და ქერჩში, აფეთქებების ხმები ისმოდა.

ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, ბახჩისარაის რაიონის სოფელ ნეკრასოვკას მახლობლად მდებარე ელექტროქვესადგური დაზიანდა.

ხანძარი ასევე გაჩნდა დროებით ოკუპირებულ ქალაქ მელიტოპოლში, ღამით დრონებით თავდასხმის შემდეგ.

ხერსონის ოლქის ოკუპირებული ნაწილის ე.წ. გუბერნატორის ვოლოდიმირ სალდოს ინფორმაციით, ოლქში ელექტროენერგია გაითიშა.

„ხერსონის ოლქის ყველა რაიონი მთლიანად ან ნაწილობრივ ელექტროენერგიის გარეშეა“, – განაცხადა სალდომ.

banner
წინა სტატიაშიელენე ხოშტარიას პენიტენციურ დაწესებულებაში დღეს პირადი ექიმი მოინახულებს
შემდეგი სტატიაReuters: ვენესუელაში დაღუპულთა რიცხვი 1 500-ს მიუახლოვდა