32 C
Tbilisi
პარასკევი, ივლისი 17, 2026
banner

დრონებით თავდასხმის შედეგად მოსკოვში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას ხანძარი გაუჩნდა

უკრაინული მედია „ტელეგრამ“ არხებზე დაყრდნობით ინფორმაციას ავრცელებს, რომ დრონებით თავდასხმის შედეგად მოსკოვში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას ხანძარი გაუჩნდა.

„ტელეგრამ“ არხის Exilenova-ს ცნობით, მოსკოვის კაპოტნიას რაიონში ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა იწვის, რომელიც კრემლიდან დაახლოებით 15 კილომეტრში მდებარეობს.

მოსკოვის მერმა სერგეი სობიანინმა განაცხადა, რომ დილით მოსკოვის თავზე საჰაერო თავდაცვამ 37 დრონი ჩამოაგდო.

სობიანინმა დაადასტურა, რომ დრონებით განხორციელებული თავდასხმის შედეგად მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაზიანდა.

„ბოლო 24 საათის განმავლობაში მოსკოვზე მტრის მიერ დრონებით თავდასხმები გრძელდება. ერთ-ერთმა დრონმა ნავთობგადამამუშავებელი ობიექტი დააზიანა. დაშავებულები არ არიან. ადგილზე საგანგებო სიტუაციების სამსახურები მუშაობენ“, – აღნიშნა მოსკოვის მერმა.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს AI ნაკრები ცნობილია – ახალგაზრდა ტალანტები ქვეყანას საერთაშორისო ოლიმპიადაზე წარადგენენ
შემდეგი სტატიასალომე სამადაშვილი პაპუაშვილის განცხადებას ეხმაურება