29.4 C
Tbilisi
შაბათი, ივლისი 18, 2026
banner

დრონების თავდასხმების გამო რუსეთში საწვავის მასშტაბური კრიზისია

ნავთობპროდუქტების ბაზრის მონაწილეებმა საწვავი გააიაფეს

უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატების ინტენსიური თავდასხმების შედეგად, რუსეთში საწვავის დეფიციტია. ქვეყნის რეგიონების უმეტესობაში ავტოგასამართი სადგურები საწვავის ლიმიტირებულ გაცემაზე გადავიდნენ, რადგან კრიზისმა უკვე თითქმის მთელი სახელმწიფო მოიცვა.

მიწოდების პრობლემები თავდაპირველად ანექსირებულ ყირიმში დაიწყო, სადაც ჯერ კიდევ 21 ივნისს საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა და მოსახლეობისთვის საწვავის მიყიდვა სრულად აიკრძალა. ამ ეტაპზე კრიზისი რუსეთის 50-ზე მეტ ოფიციალურად აღიარებულ რეგიონში დასტურდება.

CNN-ის ინფორმაციით, რუსეთში ბენზინის წარმოების მოცულობა შიდა მოთხოვნასთან შედარებით 20%-ით შემცირდა. გადამუშავების მაჩვენებლები მრავალწლიან მინიმუმზეა.

ექსპერტების შეფასებით, მიმდინარე კრიზისი გასული წლის აგვისტოს დეფიციტთან შედარებით ბევრად მძიმეა, რაც უკრაინული იერიშების სიხშირისა და დრონების რაოდენობის ზრდით არის განპირობებული.

შექმნილი მდგომარეობიდან გამოსასვლელად რუსეთის ხელისუფლება რამდენიმე ალტერნატიულ გზას განიხილავს:

ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების გეგმური რემონტის ვადების შემცირება;

დიზელის ექსპორტის აკრძალვა და საწვავის იმპორტის გაზრდა.

Reuters-ის ინფორმაციით, რუსეთმა ბენზინის შესყიდვა ინდოეთიდან უკვე დაიწყო.

გარდა ამისა, კრემლი შიდა ბაზარზე დაბალი ხარისხის საწვავის დაშვებასაც განიხილავს, რაც სპეციალისტების განმარტებით, ახალი ავტომობილების ძრავების დაზიანების რისკებს საგრძნობლად ზრდის.

banner
წინა სტატიაშიდავით მათიკაშვილი: უცხოეთში მავანს ქართული ეკლესია და ჩვენი სულიერება ყელში ეჩხირება, უფლებების დაცვის კუთხით ნაკლი არ გაგვაჩნია
შემდეგი სტატიასეს-მა გორში არალეგალური საკონსერვო საწარმო გამოავლინა