უკრაინული დრონების თავდასხმის შედეგად, კომპანია „ლუკოილის“ ყველაზე დიდმა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა შეაჩერა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული დამოუკიდებელი გამოცემა The Moscow Times ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ „ნიჟეგოროდნეფტეორგსინტეზ“ (ნორსი) ნავთობის გადამუშავება და საწვავის საბითუმო რეალიზაცია სანქტ-პეტერბურგის ბირჟაზე 2 ივლისიდან სრულად შეწყვიტა.
ქარხნის გაჩერება რამდენიმე მიზნობრივმა დარტყმამ გამოიწვია:
24 ივნისის თავდასხმა: დრონებმა მწყობრიდან გამოიყვანეს დანადგარი, რომელიც ქარხნის სიმძლავრის 25%-ს შეადგენდა.
2 ივლისის თავდასხმა: მორიგი დაბომბვის შედეგად დაზიანდა პირველადი გადამუშავების მთავარი დანადგარი, რომელიც ქარხნის სიმძლავრის 53%-ს უზრუნველყოფდა.
„ნორსი“ რუსეთში სიმძლავრით მე-4, ხოლო ბენზინის წარმოებით მე-2 ადგილს იკავებს. ორ მიზნობრივ დარტყმაში ქარხანამ თავისი საწარმოო სიმძლავრის 75%-ზე მეტი დაკარგა, რამაც გიგანტი საწარმო იძულებით გააჩერა.

















