დრონები არავის არ უნახავს სამაშველო ოპერაციაზე – ფილფანი

„საგანგებო სიტუაციების გვერდმა დაწერა, რომ ჩართულია დრონები, ოღონდ დრონები არავის არ უნახავს სამაშველო ოპერაციაზე“ – ამის შესახებ ვიკა ფილფანი საუბრობს და სვანეთში დაკარგული ორი ახალგაზრდის ძებნას ეხმაურება.

როგორც ფილფანი ამბობს, სოფელ ლატალში ადგილობრივებს პროტესტის ნიშნად გზა აქვთ გადაკეტილი და სამძებრო სამუშაოების ღამით გაგრძელებასაც ითხოვენ, მათ შორის სითბური დრონების ჩართვას სამაშველო ღონისძიებაში.

როცა ადამიანი იკარგება, ყოველ წუთს აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. საგანგებო სიტუაციების გვერდმა დაწერა, რომ ჩართულია დრონები, ოღონდ დრონები არავის არ უნახავს სამაშველო ოპერაციაზე და ვერტმფრენი იმიტომ ვერ მიფრინავს, რომ ამინდი არ არის შესაბამისი. სისტემური პრობლემა გვაქვს ამ მიმართულებით, იმიტომ, რომ ბოლო წლებში ვიხილეთ არაერთი შემთხვევა, როცა მთელი ქვეყანა შევთანხმდით, რომ გვჭირდებოდა ნორმალური სამაშველო თვითმფრინავები და ვერტმფრენები,“ – ამბობს ფილფანი.

banner
წინა სტატიაშიტრამპთან დებატებისთვის მზად ვარ, ის უკან იხევს – კამალა ჰარისი
შემდეგი სტატიასვანეთში დაკარგული 2 ახალგაზრდის სამძებრო-სამაშველო ოპერაციაში ვერტმფრენი ჩაერთო