ამ დრომდე ვერ ხერხდება ციხისძირიდან წამოღებული ხის გადატანა ბიძინა ივანიშვილის კუთვნილ ტერიტორიაზე

cixi3ამ დრომდე ვერ ხერხდება ციხისძირიდან წამოღებული ხის გადატანა ბიძინა ივანიშვილის კუთვნილ ტერიტორიაზე. ის კვლავ შეკვეთილის სანაპიროდან 50 მეტრში დგას, რადგან ზღვის სიღრმის სიმცირის გამო ბარჟა ნაპირთან მისვლას ვერ ახერხებს.

ამ დროისთვის კვლავ მიმდინარეობს სანაპიროდან ქვიშის ამოტუმბვა, თუმცა ზღვის მოქცევა სამუშაოებს ართულებს. რამდენიმე ერთეული ტექნიკის დამატება გახდა საჭირო აჭარასა და სამეგრელოდან. რამდენიმე მანქანა კი ინტენსიური მუშაობის გამო მწყობრიდან გამოვიდა.

ზღვაზე ამინდის გაუარესებას ელოდებიან, ამიტომ მისი ხმელეთზე გადატანა უახლოეს 3 საათშია საჭირო.

banner
წინა სტატიაში“უკეთესი იქნება, რომ ყველა ჩვენი საქმით დავკავდეთ”
შემდეგი სტატიაგიორგი მარგველაშვილმა ბელგიის მთავრობას და ბელგიელ ხალხს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა