ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, თურქეთში დაღუპულებსა და დაშავებულებს შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან

kaxa1ერთ-ერთმა ტერორისტმა სტამბოლის აეროპორტში ჯერ კალაშნიკოვის სისტემის ავტომატის ჯერი მიუშვა იქ მყოფებს, ხოლო შემდეგ თავი აიფეთქა-წერს თუქული მედია.

თურქეთიდან ფრენები ყველა მიმართულებით შეჩერებულია.

ათათურქის აეროპორტიდან თბილისის მიმართლებით ერთი რეისის შესრულება აფეთქებამდე მოესწრო. მეორე რეისი კი გადაიდო.ამ ეტაპზე უცნობია, როდის შესრულდება თურქეთიდან საქართველოსკენ რეისი.

ამ დროისთვის არ არსებობს ინფომაცია, ათათურქის აეროპორტში აფეთქების შედეგად ქართველების დაშავების ან დაღუპვის თაობაზე.

ამის შესახებ “თაიმერს” საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.მათივე ინფორმაციით, თურქეთში საკონსულო 24 საათიან რეჟიმში მუშაობს.

უკვე მოქმედებს თურქეთში საქართველოს საელჩოს ცხელი ხაზის +90(541) 818 4400.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს საგარეო უწყება განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიააეროპორტში მომხდარი ტერაქტის გამო თურქეთის პრემიერმა სპეციალური საბჭო შექმნა