დროებითი საგამოძიებო კომისიის პირველი სხდომა ხვალ გაიმართება

არასრულწლოვნების მკვლელბის საქმის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის პირველი სხდომა ხვალ გაიმართება:
„კომისიის პირველი სხდომა ხვალ გაიმართება. ხვალ შევქმნით კომისიას ტექნიკურად, ეს იქნება პირველი პროცედურული შეხვედრა, რომელზეც მოხდება დებულების დამტკიცება, პირველი პროცედურული ნაბიჯები, რაც შემდეგ ბიურომ უნდა დაამტკიცოს და კომისიას შეეძლება, შეუდგეს საქმიანობას. ჩემი, როგორც კომისიის თავმჯდომარის და ჩვენი, როგორც კომისიის ამოცანაა, დროის დაკარგვის გარეშე გადავდგათ ნაბიჯები, რომ საქმე წინ წავწიოთ.” აცხადებს კომისიის თავმჯდომარე სერგი კაპანაძე.
კაპანაძე დღეს ზაზა სარალიძეს და მისი ინტერესების დამცველებს- “ადამიანის უფლებათა ცენტრის” ადვოკატებს შეხვდა

banner
წინა სტატიაშისასამართლო ანა დოლიძის სარჩელზე გადაწყვეტილების შესახებ განცხადებას ავრცელებს.
შემდეგი სტატიაენგურჰესი სამი თვით გაჩერდება – დარჩება თუ არა ქვეყანა ელექტროენერგიის გარეშე?