დროებით ოკუპირებულ ნოვოაზოვსკში უკრაინელი სამხედროების ავტობუსები აზოვსტალიდან ჩავიდნენ

Reuters წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ დაახლოებით 10-მა ავტობუსმა, რომლითაც გადაჰყავდა უკრაინელი სამხედროები, მათ შორის დაჭრილებიც, რომლებიც ჩაკეტილი იყვნენ უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთში, აზოვსტალის ქარხანა დატოვა.

ამასთან, უკრაინული მედიის Telegram-ის არხებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინის პრეზიდნეტი, ვოლოდიმირ ზელენსკი საგანგებო ბრიფინგს გამართავს.

ცნობისთვის, დანგრეული მარიუპოლის “აზოვსტალის” ქარხნის ბრძოლები სიმბოლოა უკრაინის წინააღმდეგობის მთელი რუსეთის თითქმის სამთვიანი შემოჭრის განმავლობაში. მშვიდობიანი მოსახლეობის უმეტესობა, რომლებიც თავშესაფარს ეძებდნენ საბჭოთა პერიოდის უზარმაზარ ქარხანაში, ამ თვის დასაწყისში გამოიყვანეს.

დროებით ოკუპირებულ ნოვოაზოვსკში უკრაინელი სამხედროების ავტობუსები აზოვსტალიდან ჩავიდნენ.

 

 

 

 

 

 

 

banner
წინა სტატიაშიშვედეთმა ნატო-ში გაწევრიანების გადაწყვეტილება მიიღო
შემდეგი სტატია“აშკარაა, რომ უკრაინა იმარჯვებს და პუტინი აგებს” – ბრიტანეთის თავდაცვის შტაბის უფროსი რადაკინი