უკრაინის დაზვერვის მთავარმა სამმართველომ ოკუპირებულ ყირიმში რუსული რადიოლოკაციური სადგური C-400 გაანადგურა და ამის ამსახველი ვიდეოც გაავრცელა.
“2025 წლის 28 აგვისტოს, დაზვერვის მთავარი სამმართველოს აქტიური ქმედებების დეპარტამენტის სპეცრაზმელებმა, დროებით ოკუპირებული ყირიმის ტერიტორიაზე გაანადგურეს მტრის ძვირადღირებული რადიო ლოკაციური კომპლექსი C-400”. – წერია უწყების განცხადებაში.

















