დროებით ოკუპირებულ ყირიმში, რუსეთის მხარეს გადასულ რადას ყოფილ დეპუტატს ესროლეს

უკრაინის უმაღლესი რადას ყოფილ დეპუტატს და დონბასის სეპარატისტების ერთ-ერთ “ლიდერს”, ოლეგ ცარევს თავდს დაესხნენ. ამის შესახებ ინფორმაციას ანექსირებული ზაპოროჟიეს რეგიონის რუსეთის მიერ დანიშნული „ადმინისტრაციის“ წარმომადგენელი, ვლადიმერ როგოვი ავრცელებს ინფორმაციას.

როგოვის თქმით, ცარევს ესროლეს და მძიმე მდგომარეობაში, ის ახლა რეანიმაციაშია. თავდასხმა დროებით ოკუპირებულ ყირიმში მოხდა.

ოლეგ ცარევი 2002 წლიდან 2014 წლამდე უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატი იყო. დონბასში კონფლიქტის დაწყების შემდეგ ის სეპარატისტების მხარეს გადავიდა. 2014-2015 წლებში იყო ე.წ. ნოვოროსიის “პარლამენტის სპიკერი”, რომელშიც შედიოდნენ თვითგამოცხადებული დონეცკისა და ლუგანსკის წარმომადგენლები.

2022 წელს უკრაინაში ცარევს დაუსწრებლად მიესაჯა 12 წლით თავისუფლების აღკვეთა ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფისა და სახელმწიფო სისტემის დამხობის მოწოდებისთვის. მის წინააღმდეგ საქმე აღძრულია კოლაბორაციონიზმის ბრალდებითაც.

banner
წინა სტატიაშიოკუპირებული ახმაჯის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული ივანე ილურიძე თავისუფალია
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი – 2024 წელს დამატებით გამოიყოფა ნახევარი მილიარდი ლარი, 160 მილიონი მოხმარდება მასწავლებლების ხელფასების ზრდას, რომელიც საშუალოდ 500 ლარით და მეტით გაიზრდება