15.8 C
Tbilisi
ორშაბათი, მაისი 18, 2026
banner

დროებით იკრძალება ყველა სახის საგზაო მოძრაობა- გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების საფრთხის დონე მაღალია

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების საფრთხის დონე მაღალია, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე დროებით იკრძალება ყველა სახის საგზაო მოძრაობა.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-გუდაურის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში. საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე საგზაო მოძრაობა თავისუფალია.

banner
წინა სტატიაშიელჩის მხრიდან “ხალხზე” საუბარი პოლიტიკური ცინიზმის მაგალითია – პაპუაშვილი ჰერჩინსკიზე
შემდეგი სტატიაბერი ნიკოლოზი ჯიქიას სასაფლაოზე დაკრძალეს