დროას წევრს, მარიამ სიჭინავას ზუგდიდში ხელკეტით დაესხნენ თავს

დროას წევრს, მარიამ სიჭინავას ზუგდიდში ხელკეტებით დაესხნენ თავს – ის მცირეწლოვან შვილთან ერთად იყო. ინფორმაციას დროა Facebook-გვერდზე ვრცელებს.

პარტიის ცნობით, ის საავადმყოფოშია გადაიყვანეს.

“დღეს, 2 ივნისს, ქართული ოცნებისდაქირავებული მოძალადეები ზუგდიდში თავს დაესხნენ პარტია დროას წევრს, მარიამ სიჭინავას, რომელიც მცირეწლოვან შვილთან ერთად იმყოფებოდა. როგორც მარიამი ამბობს, ხელკეტით შეიარაღებულმა ერთ-ერთმა მოძალადემ მას შვილის თვალწინ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

მარიამი წლებია პოლიტიკურად აქტიური მოქალაქე და აქტივისტია, რომელიც ვერანაირმა ჯარიმამ, დაკავებამ თუ დაშინებამ ვერ გააჩერა. ვერც ახლა გააჩერებთ! ყველა მოძალადის სახელი და გვარი ვიცით. თითოეული თქვენგანი მკაცრად აგებს პასუხს ქვეყნის ღალატისთვის! არა რუსულ რეჟიმს!”, – ნათქვამია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიხაზარაძე ირაკლი ღარიბაშვილს – გპირდები, ყველა დანაშაულზე პასუხი კანონის სრული სიმკაცრით მოგეთხოვება
შემდეგი სტატიათიბისის ტექ შეხვედრების სერია გრძელდება – .Net მიმართულება