„დროას“ წევრი – ელენე ხოშტარია ჯერ ისევ სუსტადაა, საკვების მიღება დაიწყო, მაგრამ გარკვეული პრობლემა შეიქმნა – მცირე დისტანციას გადის, მაგრამ უჭირს

„დროას“ პოლიტსაბჭოს წევრის, მაკო ჭოღოშვილის განცხადებით, ელენე ხოშტარიას კლინიკიდან გაწერაზე ჯერჯერობით საუბარი არ არის.

როგორც ჭოღოშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ხოშტარიას დამატებითი კვლევები ჩაუტარდა და ასევე, მუდმივად უტარდება გადასხმები.

„ელენეს ჯერჯერობით კვლავ აქვს სისუსტე. მცირე საკვების მიღება დაიწყო, ცოტა პრობლემა შეიქმნა ამასთან დაკავშირებით, მაგრამ ეს მოსალოდნელი გართულებაა. პროფესიონალი და გულისხმიერი ექიმების ხელში ვართ. ელოდებიან გაუმჯობესებას, ჯერჯერობით გაწერაზე არაფერი უთქვამთ. მყარი საკვების მიღება უნდა დაიწყოს და შეხედონ. დამატებითი კვლევები დასჭირდა. ძნელად დადის, პატარა დისტანციას გადის, მაგრამ უჭირს. მოსალოდნელი გართულებები აქვს საჭმლის გადამუშავებასთან დაკავშირებით, აქამდე სითხეებზე იყო, ახლა მიიღო ცოტა ფაფა და ყველი და ამან ცოტა დისკომფორტი გამოიწვია“,- განაცხადა მაკო ჭოღოშვილმა.

banner
წინა სტატიაშიხათუნა სამნიძე – #freemisha კამპანია არ არის ოპოზიციური პარტიების დღის წესრიგი
შემდეგი სტატიაკახა კალაძე – მზად ვარ საკრებულოსთან თანამშრომლობისთვის