დროა, უკრაინასთან კეთილმეზობლობის შესახებ ახალი ხელშეკრულება დაიდოს – პოლონეთის პრეზიდენტი

ვარშავისა და კიევის მეგობრული ურთიერთობების გათვალისწინებით, რაც განსაკუთრებით გამოიკვეთა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის პირობებში, უკრაინასა და პოლონეთს შორის კეთილმეზობლობის შესახებ ახალი შეთანხმების ხელმოწერის დრო დადგა, – ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ უკრაინის უმაღლეს რადაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ დროა, დაიდოს კეთილმეზობლობის შესახებ ახალი ხელშეკრულება, რომელიც ითვალისწინებს იმას, რაც ჩვენ ავაშენეთ ჩვენს ურთიერთობებში, სულ მცირე, ბოლო თვეებში“, – განაცხადა დუდამ სიტყვით გამოსვლისას.

მისი თქმით, რუსეთის აგრესიამ აჩვენა, რომ უკრაინასა და პოლონეთს შორის საგზაო, სარკინიგზო და ინფრასტრუქტურული კომუნიკაციების ქსელი არასაკმარისია.

პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის თქმით, აუცილებელია აღნიშნულის ანაზღაურება და პოლონეთ-უკრაინის საზღვარი უნდა გაერთიანდეს და არა გაიყოს.

დუდას განცხადებით, სწრაფი სარკინიგზო კავშირი კიევსა და ვარშავას შორის უნდა იყოს პოლონეთ-უკრაინის კარგი ურთიერთობების ნიშანი.

„ჩვენ ამას ერთად ავაშენებთ“, – აღნიშნა პოლონელმა ლიდერმა.

banner
წინა სტატიაშიპრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას
შემდეგი სტატიაუკრაინაში მობილიზაცია და საომარი მდგომარეობა აგვისტოს ბოლომდე გახანგრძლივდა