დროა, ორბანმა გააცნობიეროს, რომ უკრაინა, რომელიც 489 დღეა, იცავს თავის თავისუფლებას, აბსოლუტურად სუვერენულია თავის პოლიტიკასა და გადაწყვეტილებებში – პოდოლიაკი

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში უნგრეთის პრემიერ-მინისტრს ვიქტორ ორბანს პასუხობენ. როგორც უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს, ვიქტორ ორბანი თავისი ქვეყნის რეპუტაციას ისტორიულ ტალახში თელავს.

პოდოლიაკის თქმით, დროა, ორბანმა გააცნობიეროს, რომ უკრაინა, რომელიც 489 დღეა, იცავს თავის თავისუფლებას და ეფექტიანად უწევს წინააღმდეგობას პოსტსაბჭოთა ნეოიმპერიას, რომელსაც ისტორიული სერიული მკვლელის თვისებები გააჩნია, აბსოლუტურად სუბიექტური და სუვერენულია თავის პოლიტიკასა და გადაწყვეტილებებში.

„კითხვა იმაშია, რამდენად სუბიექტურია თავად ორბანი, თუკი ის ასე ღიად ამცირებს ევროპულ ღირებულებებს, მკაცრად მისდევს რუსულ პროპაგანდისტულ მითებს. რამდენად არ უნდა სცემდე პატივს უნგრეთს, რომ ასე ცინიკურად გათელო საკუთარი ქვეყნის რეპუტაცია ისტორიულ ტალახში“, – დაწერა პოდოლიაკმა „ტვიტერში“.

banner
წინა სტატიაშიზელენსკიმ თანამდებობიდან გაათავისუფლა სახელმწიფო თავდაცვითი-სამრეწველო კონცერნის, „უკრობორონპრომის“ ხელმძღვანელი
შემდეგი სტატიაუკრაინის არმია ხერსონის ოლქში დნეპრის მარცხენა სანაპიროზე გადავიდა