პარტია “დროა” იუსტიციის მინისტრის გადადგომას ითხოვს. მიზეზი დღეს გავრცელებული კადრებია, სადაც კარგად ჩანს, როგორ ძალადობს ბადრაგი მიხეილ სააკაშვილზე გლდანის ციხის საავადმყოფოში შესახლებისას.
მიუხედავად იმისა, რომ ბრეგაძე ამტკიცებს, რომ მიხეილ სააკაშვილმა ციხის თანამშრომლებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და ტექნიკა დაამტვრიაა, მათ მიერვე გადაღებულ და გავრცელებულ ვიდეოკადრებში კარგად ჩანს, მესამე პრეზიდენტის მიმართ დამამცირებელი მოპყრობა.