15.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, თებერვალი 18, 2026
banner

“დროა, ჭკუა ისწავლონ, ვიდრე გვიანი არ არის” – ტრამპი ევროპას ქარის წისქვილების სიმრავლეს უწუნებს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ევროპა თავს ინადგურებს.

მისივე თქმით, „ვიდრე გვიანი არ არის, დროა, ევროპამ ჭკუა ისწავლოს, ევროპის მიგრაციასა და ენერგეტიკას პოლიტიკა მას ანადგურებს.

„ევროპა თავს ინადგურებს ამ სულელური ქარის წისქვილებით, რომლებითაც გაავსეს ულამაზესი მიდამოები. ევროპა გონს უნდა მოეგოს. მიგრაციასა და ენერგეტიკას შორის მოქცეულნი, ისინი ანადგურებენ საკუთარ თავს – ევროპას ვეღარ იცნობ. დროა, ჭკუა ისწავლონ, ვიდრე გვიანი არ არის”,- განაცხადა დონალდ ტრამპმა.

 

banner
წინა სტატიაშიდამატებითი სამხედრო ხომალდი ახლო აღმოსავლეთში – აშშ ირანის მისადგომებთან პოზიციებს აძლიერებს
შემდეგი სტატიაეუთოს 24-მა ქვეყანამ, ადამიანის უფლებების დარღვევების საპასუხოდ, საქართველოზე “მოსკოვის მექანიზმი” გააქტიურა